პროექტის შესახებ

ფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოშინინოწმინდის მუნიციპალიტეტშიწარმოადგენს ზედაპირის ფართობით საქართველოს უდიდეს ტბასგაწოლილია ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშისამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულშიზღვის დონიდან 2073  სიმაღლეზეფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², აუზის ფართობი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 საშუალო სიღრმე 2,2 წყლის მოცულობა 91 კმ³. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერშიყველაზე მაღალი მაის-ივნისშიტბა გაყინულია ზამთარშიყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორისსაზრდოობს მიწისქვეშათოვლისა და წვიმის წყლით.

ტბის ქვაბული წარმოქმნილია მდინარის ხეობის გადაკეტვით სამსარის ქედიდან ჩამოსული პლეისტოცენის პერიოდის ახალგაზრდა ვულკანური ნაკადითტბის ქვაბულის ფსკერი დროთა განმავლობაში დაიფარა მძლავრი ტბიური დანალექებითტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური ქანებითრომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებითტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარირომელიც ხასიათდება ვერტიკალური ზონალობითძირითადად წარმოდგენილია ბალახეული ფორმაციებით.

ტბის ქვაბულის სანაპირო ხაზი შეჭრილ-შემოჭრილიაორიენტირებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთითტბის ფსკერი თითქმის ბრტყელიაქვაბულის ჩრდილო და აღმოსავლეთ ნაპირი დაბალი და დაუნაწევრებელიაქვაბულის ძირი ამოვსებულია ტბიური ნაფენებითრომლის სიმძლავრე რამდენიმე ათეული მეტრია
იგი ნელ-ნელა ღრმავდება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენტბის დაბალი სიღრმეების მიუხედავადწყალმცენარეები ძალზე სუსტად არის განვითარებულირაც შესაძლებელია აიხსნას ძლიერი ქარებითა და ქარისაგან დაცული უბეების არარსებობით.

შედარებით მშრალი კლიმატისა და ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური განფენების მიზეზით ტბის ჰიდროგრაფიული ქსელი მეტად სუსტად არის განვითარებულიერთვის მცირე მდინარეებიშაორისაბადოსწყალიროდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადიტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანირომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა მხრიდანტბა პოპულარულია მეთევზეთათვისწყალი მტკნარია (80 მგ/). ტბა გამოიყენება თევზსამეურნეო დანიშნულებითმდიდარია თევზითგვხვდება ხრამულიკალმახინაფოტაკობრიჭაფალა და სხვა.


ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლებიფოკავლადიმიროვკატამბოვკაროდიონოვკა და ასფარაფარავნის ტბის ნაპირას არის ფოკის მამათა მონასტერისიახლოვეს — შაორის ციხეხოლო ტბის აღმოსავლეთით — ფარავნის ქარვასლა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

ბლოგის შესახებ

ამ ბლოგში შეგიძლიათ იპოვოთ საინტერესო ინფორმაციები, სურათები და ვიდეოები ფარავნის ტბის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ, რომ უფრო საინტერესო და კარგი...